საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქე გაანთავისუფლეს

საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქე გაანთავისუფლეს, – ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში (სუს) აცხადებენ.

“გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერშუეთის მიმდებარე ოკუპირებულ ტერიტორიაზე, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა უკანონოდ დააკავეს ამავე მუნიციპალიტეტის, სოფელ ზერტის მაცხოვრებელი.
უკანონო დაკავების ფაქტთან დაკავშირებით, მყისიერად გააქტიურდა ცხელი ხაზი. მომხდარის შესახებ ეცნობა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას. ფაქტთან დაკავშირებით ინფორმირებული არიან ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეები და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები. ამოქმედდა ყველა შესაბამისი მექანიზმი.
უკანონო პატიმრობაში მყოფი პირის გათავისუფლება, დღეს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგნეთის მიმდებარედ”, – წერია მათ განცხადებაში.
როგორც “აიპრესს” სუს-დან აცნობეს, დაკავებული უკვე გაანთავისუფლეს და ის საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება.
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...