საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული მოზარდი გათავისუფლდა

საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული მოზარდი გათავისუფლდა”- ამის შესახებ, “აიპრესს” ინფორმაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაუდასტურა.

უწყების ცნობით, არასრულწლოვანი საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება.

სნობისთვის, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალთან, საოკუპაციო ხაზთან ოკუპანტებმა მოზარდი დღეს დააკავეს.

სოფლის გამგებლის, დავით ცერცვაძის განცხადებით, მოზარდი შეშის მოსატანად იყო წასული რა დროსაც დააკავეს:

“შეშის მოპოვების მიზნით იყო წასული. მამას ვესაუბრე და მის ინფორმაციაზე დაყრდნობით გეუბენბით რომ წასული იყო შეშის მოსატანად და დააკავეს“-აცხადებს გამგებელი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად