საოკუპაციო რეჟიმი 22 ივნისიდან 24 ივნისის ჩათვლით ენგურის ხიდს გახსნის

22 ივნისიდან 24 ივნისის ჩათვლით აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი დროებით დართავს ნებას ენგურის ხიდის გავლოთ ოკუპირებულ აფხაზეთში გადავიდნენ ის პირები, ვინც აფხაზეთში ცხოვრობენ და გადმოსული იყვნენ ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე.

ამის შესახებ ინფორმაციას ოკუპირებული აფხაზეთის ე წ. უშიშროების სამსახური ავრცელებს.

ე. წ. ენგურის საკონტროლო გამშვები პუნქტი იმუშავებს დილის 09 საათიდან 19 საათამდე. ყველა ის ადამიანი, ვინც გადავა აფხაზეთში ვალდებული იქნება გაიაროს სამედიცინო – სანიტარული შემოწმება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად