საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული ტატო ზარქუა უკვე თავისუფალია

საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული ტატო ზარქუა უკვე თავისუფალია. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ადასტურებენ.

ტატო ზარქუას დაკავების შესახებ ინფორმაცია 4 ივლისს გავრცელდა.

ის უკრაინაში ცხოვრობს და ზუგდიდის სოფელ რიყეში სტუმრად, ნათესავებთან იმყოფებოდა.
დაკავებულის ნათესავების ინფორმაციით, ახალგაზრდა თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე აიყვანეს რუსეთის სამხედროებმა და გალის წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფებოდა. მას ე.წ. საზღვრის უკანონოდ კვეთას ედავებოდნენ.
მომხდართან დაკავშირებით ამოქმედებული იყო ცხელი ხაზი. აღნიშნულის შესახებ აცნობეს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასაც.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად