სანკტ-პეტერბურგში ძლიერი ხანძარია. როგორც უკრაინული მედია წერს, ცეცხლი კრასნოგვარდეისკის რაიონში მდებარე ნავთობის ბაზას უკიდია.

თვითმხილველები იუწყებიან, რომ ხანძრის გაჩენამდე აფეთქებების ხმა გაისმა. რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამსახურში აცხადებენ, რომ ცეცხლის გაჩენის მიზეზი ერთ-ერთი ავზის აალება გახდა.

სანკტ-პეტერბურგის თავზე ამჟამად კვამლი ჩანს.