სანიკიძე: სოსო რობაქიძეს თუ პრეტენზიები აქვს, შეუძლია ივანიშვილის სასამართლოს მიმართოს

ასე პასუხობს პოლიტიკური მოძრაობის „გამარჯვებული საქართველოს“ წევრი გუბაზ სანიკიძე “ტვ პირველთან” ბუტა რობაქიძის მამას, სოსო რობაქიძეს.

ბუტა რობაქიძის მამა, სოსო რობაქიძე აცხადებს რომ მას გული წყდება, როდესაც გუბაზ სანიკიძეს ირაკლი ოქრუაშვილის პარტიაში ხედავს. სოსო რობაქიძე ირაკლი ოქრუაშვილს კრიმინალს და მატყუარას უწოდებს. სწორედ ამიტომ ის საქართველოს ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის პოლიტიკაში მოსვლის წინააღმდეგია.

“შეიძლება ბევრს გაუკვირდეს, ბევრს გაეხაარდოს, ბევრს ეწყინოს. სოსო რობაქიძეს მე უდიდეს პატივს ვცემ. ანგარიშს ვუწევ მის ტრაგედიას, მოუნელებელ ტრაგედიას, მაგრამ, თუ რაიმე პრეტენზიები აქვს სოსოს, შეუძლია მიმართოს ბიძინა ივანიშვილის სასამართლოს”,-განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.

ცნობისთვის, 2004 წელს თბილისში, სპეცოპერაციის დროს მოკლული ბუტა რობაქიძის მამამ, სოსო რობაქიძემ საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილისა და “ეროვნული ფორუმის” ყოფილი ლიდერი გუბაზ სანიკიძის მიერ ახალი პოლიტიკური მოძრაობის “გამარჯვებული საქართველოს” შექმნას აპროტესტებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...