სანიკიძე: შეიძლება ივანიშვილმა თავისი დამლაგებლები დანიშნოს სადმე, აშკარად კადრების შიმშილი აქვს

შეიძლება პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” დამფუძნებელმა და თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა მისი დამლაგებელი თანამდებობაზე დანიშნოს – ამის შესახენ პოლიტიკური მოძრაობა “გამარჯვებული საქართველოს”ერთ-ერთმა ლიდერმა გუბაზ სანიკიძემ გადაცემა “ღამის მთავარში” განაცხადა.

“ბიძინა ივანიშვილი აღარ მოქმედებს გონებით, ის მოქმედებეს ინსტიქტებით.
ბრძოლის იარაღს თვითონ ირჩევს, როცა ლაპარაკობენ “ოცნების” წარმომადგენლები ოპოზიციის რადიკალიზაციაზე, 20 ივნისის პირველი წყარო რა იყო? ჩამოიყვანეს ვიღაცა მანქურთი, საქართველოს მოსისხლე მტერი და დასვეს ქვეყნის №1 სავარძელში.
ოპოზიციის და საზოგადოების რადიკალიზაცია რამ გამოიწვია? შეპირებულის გადაგდებამ, უკან წაღებამ და გლობალური, კოსმიური ტყუილის თქმამ. მან გადააგდო ყველა, ქვეყნის შიგნით, ქვეყნის გარეთ. მან დაირქვა ის, რასაც ის ვერასდროს ჩამოირეცხავს. ის არის მატყუარა კაცი, ცრუ, ფლიდი.

1 კაცი დაპირდა მთელ სამყაროს, ქვეყნის შიგნით, ქვეყნის გარეთ და ყველა გადააგდო. მისი მდგომარეობა არის ძალიან მძიმე.
საერთოდ, დიდი ხანია ეჭვი მაქვს შეპარული მის ადეკვატურობაში.
ბევრი საუბრობს, რომ ცუდი მრჩევლები ყავს და ცუდ რაღაცეებს ურჩევენ. ხალხნო, არ დაიჯეროთ! არავის არაფერს არ უჯერებს. ის ინტერვიუ იყო მის იდეების აღმაფრენა.  უბრალოდ იჯდა ნიკა ლალიაშვილი და რაღაც ჩუქურთმებს უკეთებდა სპარსული პოეზიიდან.
ის იქ გაჭენდა, არაფერს მალავდა. მას ჩვენ ყველანი ვუშლით ხელს. მარტო პოლიტიკოსები კი არა, ნებისმიერი ამ ქვეყნის მოქალაქე.
აჩემებებით ცხოვრობს უკვე, ჩაიკეტა. ადრე თავისი ბანკის თანამშრომლებს აწინაურებდა, ახლა მარტო მისი ოჯახის გარემოცვას. შეიძლება ცოტა ხანში ვიხილოთ, რომ თავისი დამლაგებლები დანიშნოს სადმე. პირადი ექიმი დანიშნა უკვე, აშკარად კადრების შიმშილი აქვს” – განაცხადა გუბაზ სანიკიძე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად