სანიკიძე: საზოგადოების ნომერ პირველი მტერი გახარია აღარ არის, კალაძე გამოდის ფრონტზე

ამის შესახებ, “გამარჯვებული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა გუბაზ სანიკიძემ, გადაცემაში “პოლიტ-ტაბლო” განაცხადა, სადაც ქვეყნაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს გამოეხმაურა.

როგორც გუბაზ სანიკიძე გადაცემაში განმარტავს, დღეს ქართული საზოგადოების მთავარი მტერი საქართველოს პრემიერი გიორგი გახარი აღარ არის, ის დედაქალაქის მერმა, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ჩაანაცვლა.

” როლები შეიცვალა. გიორგი გახარია გაიწია გვერდზე, ეს იძულებით გაწეულია თუ თავისი სურვილით, შეიძლება ორივეც იყოს.

ფაქტი ერთია რომ, ნომერ პირველი მთავარი მტერი ქართველი საზოგადოების აღარ არის გახარია და ხდება კალაძე ნელ-ნელა. მე მგონი, კალაძე გამოდის პირველ როლებში ფრონტზე. თვითდაზიანებაზე გადავიდა”,-ამბობს სანიკიძე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად