სანიკიძე: სასულიერო პირები თავის თავს უფრო იცავენ, ვიდრე პატრიარქს

თვითონ, საპატრიარქოს წიაღიდან არ არის ძალიან სერიოზული დაცვა პატრიარქისადმი”,-ამის შესახებ, პოლიტიკური მოძრაობა „გამარჯვებული საქართველოს“ წევრმა გუბაზ სანიკიძემ “მთავარი არხის” ეთერში.

“მე მგონი, ვაკვირდებით, მაინც და მაინც თავგამოდებით არ იცავენ პატრიარქს, მაინც და მაინც დიდი დაცვა არ მოდის იმ ადამიანებისგან, ვინც ველოდებოდით რომ აუცილებლად იზავდნენ ამას. თვითონ, საპატრიარქოს წიაღიდან არ არის ძალიან სერიოზული დაცვა პატრიარქისადმი.

მე რასაც ვუყურებ, სასულიერო პირები, ვინც მეუფე პეტრეს დაუპირისპირდნენ, უფრო, თავის თავს იცავენ ვიდრე პატრიარქს, “მე არ გამიგია”, “მე სხვაგან ვიყავი” ამას იძახიან”,-ამბობს გუბაზ სანიკიძე.

გუბაზ სანიკიძის თქმით, ეკლესიის კონტროლი, “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” თავმდჯომარე ბიძინა ივანიშვილის ინტეერსშია.

“ბიძინა ივანივილის ინტერესშია ეკლესიის კონტროლი. რასაც აკეთებს მეუფე პეტრე, ეს არის ეკლესიის შიგნით აფეთქება და დანგრევა. ამიტომ, მე ბმას ბიძინა ივანიშვილსა და მეუფე პეტრეს შორის, ვერ ვხედავ. ეს არის ჩემი მოსაზრება.”,-ამბობს სანიკიძე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად