სანიკიძე: საქართველოში დიქტატურა დაიბადა, ჭუპრის მდგომარეობაში აღარ არის

საქართველოში უკვე დაიბადა დიქტატურა, ჭუპრის მდგომარეობაში აღარ არის”,-ამის შესახებ, “გამარჯვებული საქართველოს” დამფუძნებელმა გუბაზ სანიკიძემ “კურიერთან” საუბრისას განაცხადა.

“გამარჯვებული საქართველოს” წევრები დღეიდან შეხვედრებს არასამთავრობო ორგანიზაციებთან, დიპლომატიურ კორპუსთან და სახალხო დამცველთან იწყებენ. გუბაზ სანიკიძის თქმით, სურთ შესაბამის ორგანოებს მიაწოდონ ინფორმაცია ირაკლი ოქურაშვილის დაპატიმრებასთან დაკავშირებით.

“უნდა მივაწოდოთ ინფორმაცია არამარტო ირაკლი ოქრუაშვილის დაპატიმრებასთან დაკავშირებით,არამედ ზოგადად პოლიტიკური რეპრესიების თაობაზე, გვაინტერესებს მათი მოსაზრებები, რას შემოგვთავაზებენ. საქართველოში უკვე დაიბადა დიქტატურა, ჭუპრის მდგომარეობაში აღარ არის, უკვე დაიბადა დიქტატურა”-ამბობს პოლიტიკური მოძრაობა ”გამარჯვებული საქართველოს” დამფუძნებელი გუბაზ სანიკიძე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად