სანიკიძე: რუსეთისთვის აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი უსახელო ჩემოდნებია, იძულებული გახდება დათმოს

რუსეთისთვის აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი უსახელო ჩემოდნებია, იძულებული გახდება დათმოს, – ამის შესახებ პოლიტიკოსმა გუბაზ სანიკიძემ ტელეკომპანია “კვაკასიის” ეთერში განაცხადა.

“აფხაზეთის ჩვენთან მოლაპარაკების პირობებში 4 სტატუსი შეიძლება იყოს და ჩამოვთვლი. ორად გავყოფ და პირველი ორი სტატუსი არის, ერთი რაც უნდათ აფხაზებს – დამოუკიდებლობის აღიარება და მეორე, რაც გვინდა ჩვენ – აფხაზეთის მობრუნება ავტონომიის სტატუსით. ორივე არის წითელი ხაზი. პირველი ჩვენთვის არის წითელი ხაზი და მეორე აფხაზებისთვის წითელი ხაზი. ეს ორი გამოვრიცხოთ. რჩება ორი სტატუსი, რომელზეც სამომავლოდ შეიძლება იყოს სტატუსი. ერთია ფედერაცია, მეორე კონფედერაცია. ეს დამოკიდებულია ჩვენ მარიფათზე და აფხაზების მარიფათზე.

ადრე თუ გვიან საერთაშორისო თანამეგობრობა მოითხოვს და ყველა მივა იქამდე, მათ შორის რუსეთიც, რომლისთვისაც აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი არის უსახელო ჩემოდნები. დაათრევენ ასე და აღარ იციან – რა უნდა უქნან. რუსეთში წამოვიდა ახლაგზარდობა, რომელმაც მისი ადგილმდებარეობა განა მარტო გეოგრაფიულად არ იცის, არამედ საერთოდ არ გაუგონია. იმპერიალისტური აზროვნება ბოლოა რუსეთისთვის. როდესაც შეიცვლება ხელისუფლება იქ, სხვანაირ გზაზე დადგებიან. მე იმედი მაქვს. იქაც შეიცვლება ვითარება და იძულებულები გახდებიან, რომ დათმონ”, – განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად