სანიკიძე: როცა ქვეყანას მოღალატეები მართავენ, პატრიოტები ციხეში უნდა ვისხდეთ

“როცა ქვეყანას მართავენ მოღალატეები მაშინ პატრიოტები ციხეში უნდა ვიჯდეთ”,-ამის შესახებ, გუბაზ სანიკიძემ “კურიერთან” განაცხადა.

“გადასერივია, ველოდებოდი ამას დიდი სასოებით. იმიტომ, რომ როცა ქვეყანას მართავენ მოღალატეები მაშინ პატრიოტები ციხეში უნდა ვიჯდეთ.

ადამიანები რომლებიც ვცდილობდით როგორმე დაგვეშორიშორებინა ერთმანეთისთვის დაპირისპირებული მხარეები, არ მომხდარიყო უფრო მძიმე შედეგები, პირიქით ჩვენ გვაბრალებენ,”-განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.

ცნობისთვის, შსს-მ ოპოზიციის წევრები, ხატია დეკანოიძე, ბაჩუკი ქარდავა, გუბაზ სანიკიძე და ირაკლი ღლონტი გამოკითხვაზე დაიბარა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად