სანიკიძე: ყველაზე დიდი საფრთხე დღევანდელი ხელისუფლებაა… არასასიამოვნო სიურპრიზებს თრუსოს ხეობაშიც ველოდოთ

ამის შესახებ “გამარჯვებული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა გუბაზ სანიკიძემ “ტვ პირველის” გადაცემაში “ხალხის პოლიტიკა” განაცხადა.

“თრუსოს ხეობაზეც ველოდოთ არასასიამოვნო სიურპრიზებს. მიერთების ე.წ. გეგმა რუსებს აქვთ. ბევრ რამეს თვლიან, ისები ვიცი, რომლებიც გორსაც თავისად თვლიან. არიან ასეთი ოსი ე. წ. ექსპერტები. როცა საგარეო საფრთხეები გაქვს, პირველ რიგში საშინაო საფრთხეებს უნდა მიხედო. საშინაო საფრთხეებიდან ყველაზე დიდი საფრთხე დღეს საქართველოს დღევანდელი ხელისუფლებაა. ეს არის ყოველგვარი გადაჭარბებისა და სუბიექტივიზმის გარეშე”, – განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად