სანიკიძე “ოცნებაზე”: ეს ქაჯები ქვეყანას ბოლომდე ატყავებენ, ოპოზიცია ჯაჭვით არის დაბმული და დამშლელი არავინ ჰყავთ

“როგორც კი ვაქცინა გამოჩნდება, იქვე დამთავრდება ამ ხელისუფლების ამბავი”, – ამის შესახებ პოლიტიკოსმა გუბაზ სანიკიძემ “ტვ პირველის” ეთერში გადაცემაში “ხალხის პოლიტიკა” განაცხადა.

“ამ მანიპულაციებს რომ აკეთებენ ხალხის გაჭირვებაზე… ბედნიერად არიან, ხალხი სახლებშია, კაციშვილი ხმას არ იღებს, ოპოზიცია ჯაჭვით დაბმულია სახლში, ხელის შემშლელი და დამშლელი არავინ ჰყავთ, იპარავენ, ქურდობენ, ატყავებენ ქვეყანას ბოლომდე, ეს ქაჯები მართლა, ამიტომ მიიღებენ ცუდ შედეგს. დამთავრდება ისე როგორც უნდა დამთავრდეს, დამთავრდება ალბათ რევოლუციით, თუ არაფერი არ შეცვალა ხელისუფლებამ”, – განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად