სანიკიძე “ოცნებას”: ღირსება თქვენ არ გაქვთ და თავმოყვარეობა! მარტო ავადმყოფი ბიძინა იცით და მას დასდევთ!

ღირსება თქვენ არ გაქვთ და თავმოყვარეობა! მარტო ავადმყოფი ბიძინა იცით და მას დასდევთ! – ასე მიმართავს პოლიტიკოსი გუბაზ სანიკიძე ქართულ ოცნებას ტელეკომპანია “კვაკასიის” ეთერით.

“ესენი [ქართული ოცნება] თავისი შინაარსით ანტიქართული ხელისუფლებაა. დღეს ახალი რაღაც წამოიწყეს. სააკაშვილის გუშინდელ განცხადებაზე თქვეს, რომ თურმე გადატრიალებას აპირებდნენო. შეკითხვა მაქვს – “მეოცნებეებო” მაგ თქვენს მიკროტვინში იქნებ შეგივიდეთ. ის კაცი [გავრილოვი] ვინ დასვა იმ სავარძელში, სააკაშვილმა ჩამოიყვანა?! დავით აქუბარდიამ ჩამოიყვანა, ირაკლი ოქრუაშვილმა თუ მე ჩამოვიყვანე?! იმ პრობლემის სათავე, რაც 20-ში მოხდა, ჩემო ძვირფასებო რა იყო? ერთუჯრედიანო ხელისუფლება, მიკროტვინებით, რომ ხართ დაჯილდოებული. ვაჭრუკანები ხართ, მარტო შეფასება იცით, ციფრები და რიცხვები იცით. ღირსება თქვენ არ გაქვთ, თავმოყვარეობა თქვენ არ გაქვთ, ქვეყნის ინტერესი თქვენ არ იცით, არაფერი თქვენ არ იცით ქვეყნის ზურგზე. ერთი იცით ბიძინა და დასდევთ ამ ავადმყოფ ბიძინას”, – განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად