გუბაზ სანიკიძე: მინდა ბატონ ბიძინა ივანიშვილს ოჯახში მატება მივულოცო

მინდა ბატონ ბიძინას ოჯახში მატება მივულოცო – ამის შესახებ გუბაზ სანიკიძემ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში განაცხადა.

გუბაზ სანიკიძეს იმედი აქვს, რომ ბიძინა ივანიშვილს შვილიშვილის დაბადება უფრო პოზიტიურად ჩააფიქრებს.

„ვულოცავ ბიძინა ივანიშვილს ოჯახში მატებას, გულრწფელად მინდა მივულოცო. იმედი მაქვს, რომ ეს მას უფრო პოზიტიურად ჩააფიქრებს“ – განაცხადა სანიკიძემ

შეგახსენებთ, რომ ბერა ივანიშვილის ვაჟი 29 ნოემბერს დაიბადა.

ბერა ივანიშვილმა და ნანუკა გუდავაძემ ჯვარი 11 ნოემბერს დაიწერეს. ჯვრისწერის ცერემონია სვეტიცხოველში გაიმართა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად