სანიკიძე: კობახიძე რაღაც მოვლენაა ქართულ პოლიტიკაში, ვერ დავადგინე რა არის მისი მოტივაცია

კობახიძე რაღაც მოვლენა არის ქართულ პოლიტიკაში, მისი მოტივაცია რა არის ვერ დავადგინე”,- ამის შესახებ პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ წევრმა, გუბაზ სანიკიძემ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით „ქართული ოცნების“ წევრები ყველა ერთნაირად არ მსჯელობს, ირაკლი კობახიძე კი სხვა მოვლენაა.

„ფრონტი შიგნიდან და ფრონტი გარედან, ხელისუფლება თუ ამ მოლაპარაკებებს უშედეგოდ დატოვებს, შეიძლება მოხდეს ის, რისიც ყველაზე მეტად ეშინიათ. ბიძინა ივანიშვილს სხვა ენა არ ესმის, როდესაც მას გააფრთხილებენ, რომ შეიძლება საფრთხე დაემუქროს მის ფულს, მაშინ შეიძლება გონს მოვიდეს.”,-ამბობს სანიკიძე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად