სანიკიძე: კალაძეს არ ესმის როგორ შარშია გახვეული, ის კონტროლირებადია ივანიშვილის მხრიდან

ამის შესახებ, “გამარჯვებული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა გუბაზ სანიკიძემ, გადაცემაში “პოლიტ-ტაბლო” განაცხადა, სადაც ქვეყნაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს გამოეხმაურა.

სანიკიძის თქიმთ, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალური მდივანი, კახა კალაძე კონტროლირებადია ბიძინა ივანიშვილის მხრიდან.

“საერთოდ, სიყვარული და სიძულვილი პოლიტიკაში არ ვარგა. ერთი სიბნელის გამო, მეორე სიკაშკაშის გამო. ზედმეტი სიკაშკაშე თვალებს ჭრის. ამიტომ წმინდა რაციონალური თვალსაზრისით თუ კალაძე, რაშიც ძალიან დიდი ეჭვი მეპარება. კახა კალაძის ძალიან დაუნდობელი ექსპლუატირება მიდის ბიძინა ივანიშვილის მიმართ, ისეთ განცხადებებს აკეთებინებს.

კალაძეს არ ესმის როგორ შარშია გახვეული, გარდა იმისა რომ ის კონტროლირებადია ბიძინა ივანიშვილის მხრიდან, დარწმუნებული ვარ ამაში, ნამდვილად ექსნება კონპრომატები მის გარშემო ბიძინა ივანიშვილს”-ამბობს სანიკიძე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად