სანიკიძე ივანიშვილზე: 4 მლნ კაცი მივრჩერებივართ ერთ პარანოიდს, აკვიატებული იდეები აქვს

“მას ჰგონია რომ ის არის შეუმცდარი, უბიწო, ამიტომ ის თვლის რომ ყოველთვის მართალია”,-ამის შესახებ, პოლიტიკური მოძრაობა „გამარჯვებული საქართველოს“ წევრმა გუბაზ სანიკიძემ “მთავარი არხის” ეთერში.

“აკვიატებული იდეები აქვს. მას ჰგონია რომ ის არის შეუმცდარი, უბიწო, ამიტომ ის თვლის რომ ყოველთვის მართალია. ის თვლის რომ ყველა საკითხში არის კომპეტენტური, ის თვლის რომ ყოველთვის მართლია. პრობლემა ამაშია ზუსტად.

4 მლნ კაცი მივრჩერებივართ ერთ პარანოიდს. ეს არის ფაქტი. გამოჩნდება 6 თვეში ერთხელ, ფანტომასივით, მერე ისევ გაქრება. ქვეყანამ გრავიტაცია დაკარგა, მართლა ღვთისმშობლის იმედზე ვართ”,-ამბობს გუბაზ სანიკიძე.

ცნობისთვის, პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა, გამოცემა entrepreneur.com-თან ინტერვიუში მის მიერ განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა. მისი თქმით, “ქველმოქმედების ჩემეული ხედვა რუსთაველის ფილოსოფიაზეა დაფუძნებული”

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად