სანიკიძე: ივანიშვილს სისხლიანი დავალება აქვს მოსკოვიდან, მიზანი საქართველოს საბოლოო ჩაბარებაა

“ივანიშვილს ფსიქიკური აშლილობა აქვს, – ამის შესახებ “გამარჯვეული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა გუბაზ სანიკიძემ გადაცემა “რეაქციაში” ირაკლი ოქრუაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, მას სისხლიანი საშინაო დავალება მოსკოვიდან, რაც საქართველოს მოსკოვისთვის ჩაბარებას გულისხმობს.

“ივანიშვილს ფსიქიკური აშლილობა აქვს. არ ვაჭარბებ, სანამ ბოლომდე არ დააქცევს ქვეყანას, იქამდე ვერ დავრწმუნდებით?! არის გაბოროტებული და აქვს სისხლიანი საშინაო დავალება მოსკოვიდან, რომელიც გულისხმობს ჯერ პოლიტიკური ოპოზიციის განადგურებას, ველის მოსუფთავებას და შემდეგ საქართველოს მესამე და ალბათ საბოლოო ჩაბარებას. ეს ყველაფერი ზემოთ დევს, ფაქტები ზემოთ დევს”, – განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად