სანიკიძე: ივანიშვილის გუნდის წევრი არ ვიყავი, რა იდეალები აქვს, მისი მიმდევარი რომ ვიყო?!

ამის შესახებ, პოლიტიკური მოძრაობა „გამარჯვებული საქართველოს“ წარმომადგენელმა გუბაზ სანიკიძემ “ტვ იმედთან” საუბრისას განაცხადა.

გუბაზ სანიკიძემ იმ პერიოდზე ისაუბრა, როდესაც ის “ქართული ოცნების” რიგებში ირიცხებოდა.

” ბიძინა ივანიშვილის გუნდის წევრი, მე არ ვიყავი. მე ვებრძოდი მიხეილ სააკაშვილის დროინდელ დაშვებულ შეცდომებს და დანაშაულებებს. ჩემი თანამოაზრეა თუ ჩემი ნათესავია ბიძინა ივანიშვილი?! თუ მისი იდეალების მიმდევარი ვარ, რა იდეალები აქვს , მითხარით, მისი მიმდევარი რომ ვიყო.”,-ამბობს სანიკიძე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად