სანიკიძე: ივანიშვილის აკვიატებაა პოლიტიკოსების ინკუბატორი გააკეთოს, ვნახოთ, ვის გამოჩეკავს

“ბიძინა ივანიშვილს აქვს აკვიატება, რომ ინკუბატორი გააკეთოს პოლიტიკოსების და ვნახოთ, ვის გამოჩეკავს.”,- ამის შესახებ პოლიტიკური მოძრაობის „გამარჯვებული საქართველოს“ წევრმა გუბაზ სანიკიძემ პოლიტიკური მოძრაობის ყრილობაზე საუბრისას განაცხადა.

“ნეტარ არიან მორწმუნენი, ოღონდ ბრჭყალებში. „ქართულ ოცნებას“, ხედავთ ხომ სრული ეროზირება არის, ძველები გუშინ გააძევეს და ახალი ბარტყების გამოჩეკვას აპირებს.

ბიძინა ივანიშვილს აქვს აკვიატება, რომ ინკუბატორი გააკეთოს პოლიტიკოსების და ვნახოთ, ვის გამოჩეკავს. „ქართული ოცნება“ არ არსებობს, პრობლემა ქვეყანაში არის ერთი კაცის და აქ ყველა კი არ უპირისპირდება მას, ის დაუპირისპირდა ყველას. ამიტომ ფორმულა ყველა ერთის წინააღმდეგ კი არ არის, ერთია ყველას წინააღმდეგ, მუშაობს,“ – განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად