სანიკიძე: ივანიშვილი ვაჟა-ფშაველას და ილია ჭავჭავაძეს ვერ არჩევდა ერთმანეთისგან, არ იცი არაფერი ბიძინა!

ერთი პერიოდი იუმორსაც გაეთამაშა და არც ის გამოუვიდა..”,-ამის შესახებ გუბაზ სანიკიძემ “კავკასიის” ეთერში განაცხადა.

“ერთი პერიოდი ხელოვნებასა და ლიტერატურაში ექსპერტობდა და მერე დაანება თავი, ვაჟა-ფშაველას და ილია ჭავჭავაძეს რომ ვერ არჩევდა ერთმანეთისგან.. ერთი პერიოდი იუმორსაც გაეთამაშა და არც ის გამოუვიდა..

არ იცი არაფერი ბიძინა! არადა, ამხელა ტვირთი გაქვს მოკიდებული. ეს დიდი ქვეყანაა, 3000 წლის დაფიქსირებული ისტორია აქვს, ჰეროიზმით, ღირსებით, თვითშეწირვით სავსე, სულიერებით სავსე. შენნაირ მიკიტნებს რომ ემართათ ეს ქვეყანა, ვერ იარსებებდა 200 წელიც კი.ფარნავაზის მერე ქრისტეს დაბადებამდე ვერ მიაღწევდა საქართველო, შენნაირ მიკიტნებს რომ ემართათ..”,-განაცხადა სანიკიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად