სანიკიძე: ივანიშვილი გაქცევას აპირებდა 22-ში, მოსკოვიდან დაურეკეს, დაეტიე მანდ, ვინ გეკითხებაო

ივანიშვილი გაქცევას აპირებდა 22-ში, მოსკოვიდან დაურეკეს, დაეტიე მანდ, ვინ გეკითხებაო, – განაცხადა „გამრჯვებული საქართველოს“ ლიდერმა გუბაზ სანიკიძემ ტელეკომპანია “კავკასიის“ ეთერში.

“ძალიან სარწმუნო წყაროდან მაქვს ინფორმაცია, რომ 22 ივნისს ბიძინა ივანიშვილი აპირებდა გაქცევას და მოსკოვიდან დაურეკეს, დაეტიო შენს ტყავში, არავინ გეკითხება სად წახვალო.

იმ დღეს შეიყვანა სპეცრაზმი სახლში, გაქცევას აპირებდა, გაითვალისწინეთ ქართველებო! ეს გამქცევი არის, ერთი დიდი მიტინგი კიდევ და გამქცევი იქნება, ვეღარ გაუძლებს ამას უკვე, რაღაცები გატანილი აქვს უკვე“, – განაცხადა სანიკიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად