სანიკიძე: გლოვაში ნუ ვართ, უგულავა ღირსეულად წავიდა ციხეში- ივანიშვილი ცოფიანი ადამიანია

“გამარჯვებული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი გუბაზ სანიკიძე “მთავარი არხის” ეთერში “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას მიმართ, პატიმრობის შეფარდებას გამოეხმაურა, რომელიც 3 წლით, 2 თვითა და 8 დღით განესაზღვრა.

“ასე გლოვაში ნუ ვართ, რა. წავიდა ციხეში. ავტორიტარულ ქვეყნებში, ციხეში უშვებენ ვინც ავტორიტარიზმს ებრძვის, რა. არაფერი ისეთი არ მომხდარა, ძალიან ღირსეულად წავიდა ციხეში. ძალიან ღირსეულად ზის ციხეში ირაკლი ოქრუაშვილი, ხო? ჩვენც უნდა ვიყოთ ჩვეულებრივად მზად, რა.

სანამ არ გამოვალთ იქიდან რომ ბიძინას ქმედებები სულ შოკში ჩაგვაგდებს, არაფერი არ გამოგვივა.

დავანებოთ ამ შოკში ჩავარდნას. ეს კაცი არის ყველაფერზე წამსვლელი. პოლიტიკურ მკვლელობაზე წამსვლელი. ეს არის ნამუსგარეცხილი კეთროვანი, ცოფიანი ადამიანი, ცოფიანებს როგორ ექცევიან ხო. პირდაპირ ნუ გაიგებთ, ატყდება ერთი ამბავი დედა, რა თქვა ეს. ცოფიანია ჩვეულებრივად”,-ამბობს გუბაზ სანიკიძე.

ცნობისთვის: ე.წ. ფონდის საქმეზე სასამართლომ გადაწყვეტილება ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაცხადა.

უზენაესმა სასამართლომ გიგი უგულავას 3 წლით, 2 თვითა და 8 დღით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

მოგვიანებით, პროკურატურამ “თბილისის განვითარების ფონდის” საქმეზე, რომელზეც გიგი უგულავას 3 წლითა და 2 თვით პატიმრობა შეეფარდა, ინფორმაცია გაავრცელა.

“ევროპული საქართველოს” ლიდერი გიგი უგულავა, რომელსაც უზენაესმა სასამართლომ პატიმრობა მიუსაჯა შსს-ს შენობაში შევიდა და სამართალდამცველებს ჩაბარდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად