სანიკიძე: გარწმუნებთ, ივანიშვილს რ2-თან დაკავშირებით ძალიან უსიამოვნო სიურპრიზები ელოდება

ამის შესახებ „გამარჯვებული საქართველოს“ წევრმა გუბაზ სანიკიძემ „რუსთავი 2“-ის საქმესთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საუბრისას განაცხადა.

“ბუნებრივია ძნელი გამოსაცნობი არ არის რომ “რუსთავი 2” არ აწყობს ხელისუფლებას. თუმცა, ივანიშვილს რ2-თან დაკავშირებით ძალიან უსიამოვნო სიურპრიზები ელოდება გარწმუნებთ. რაც დღეს ვნახეთ, 11 საათზე უკვე ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატმა შეიტანა სარჩელი იმასთან დაკავშირებით რომ “რუსთავი 2″ არა ქიბარ ხალვაშს, არამედ ირაკლი ოქრუაშვილს ეკუთვნით”,-განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.

ცნობისთვის, პოლიტიკური მოძრაობა „გამარჯვებული საქართველოს” ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი ქიბარ ხალვაშის მიერ, საჯარო რეესტრში „რუსთავი 2“-ის დარეგისტრირებულ წილებზე ყადაღის დადებას ითხოვს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...