სანიკიძე გაერთიანებულ ოპოზიციას: როგორი არჩევნებიც “ოცნებამ” ჩაგიტარათ ისეთს ატარებდით 9 წელი

ასე მიმართა გაერთიანებულ ოპოზიციას “დემოკრატიული მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა გუბაზ სანიკიძემ “ტვ პირველის” ეთერში, გადაცემა “პირველებში”.

“გაერთიანებული ოპოზიციიდან რასაც ყვებით, რაც ჩაგიტარათ “ქართულმა ოცნებამ” იგივეს ატარებდით 9 წელი, მე ორივე გამოვლილი მაქვს. თუ შევთანხმდებით, რომ ჩავატაროთ წესიერი არჩევნები, ისევ ორივეს ვეუბნები – გაერთიანებულ ოპოზიციასაც და “ოცნებასაც”. ის მოახერხებს შემდეგ არჩევნებში წარმატების მიღწევას, ვინც ამ პოლიტიკურ პროცესს აიღებს თავის ხელში. რასაც ჰქვია საარჩევნო კოდექსის გასწორება და რიგგარეშე არჩევნები”, – განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...