სანიკიძე: ეს არ იყო მუქარა, გაფრთხილება გავაკეთე, ჩემს დაძახებაზე ნახევარი მილიონი გამოვა?!

“ეს არ იყო მუქარა, გაფრთხილება გავაკეთე. ლოგიკას გავყვეთ. ჩემს დაძახებაზე ნახევარი მილიონი გამოვა?!” – ასე ახსნა თავისი განცხადება დღეს გუბაზ სანიკიძემ.

“რა ვთქვი გაუგებარი? თუ ხელისუფლება გადავა ტერორზე, დაიწყებს ხალხის ხოცვას, აბა როგორ იქნება?! ეს არ იყო მუქარა, გაფრთხილება გავაკეთე. ლოგიკას გავყვეთ. ჩემს დაძახებაზე ნახევარი მილიონი გამოვა?! რევოლუცია თუ მოხდება, ამის ავტორი იქნება ბიძინა ივანიშვილი. ყოველთვის ხელისუფლება აგებს პასუხს შექმნილ ვითარებაზე. რამე ახალს ვიგონებ?

თუ ხელისუფლება იწყებს ტერორს, თუ ხელისუფლება გადადის მშვიდობიანი მომიტინგეების ხოცვა ჟლეტაზე, მაშინ ხალხს რა რჩება? თუ ხელისუფლება არ იქცევა სწორად… როცა ლაშა ჩხარტიშვილს იჭერენ ლობიოს მაღლა ასვრისთვის, როდესაც მცხეთაში წაქცეულს ფეხებს ურტყამენ, ჯერ ერთი საქართველოა თუ რა არის? ეს ძალათ ვაჟკაცი ბიჭები?! პოლიცია მხარე არ არის?! მე ყველას არ ვგულისხმობ. პატრულთან არანაირი პრეტენზია არ მაქვს, რომელიც პირნათლად მუშაობს. როცა პოლიციაზე ვლაპარაკობ ამათზე ვლაპარაკობ, ეს ქართული პოლიციაა თუ ბიძინას პოლიციაა?! გაფრთხილებას ვაკეთებ და ვიმეორებ, ბიძინა ხელი არ წაგიცდეს და ვიღაცა არ შემოგაკვდეთ ქუჩაში, თორემ უმართავი პროცესები იქნება.” – განაცხადა გუბაზ სანიკიძემ “პოლიტმეტრში”.

შეგახსენებთ, გუბაზ სანიკიძემ ტელეკომპანია “კავკასიის” ეთერში 2 დღის წინ ასეთი განცხადება გააკეთა: “ამ გაწევ-გამოწევაში და ბავშვების ცემა-ტყეპაში ვინმე არ შემოგაკვდეთ, თორემ პიკეტი კი არა, ნახევარი მილიონი ქართველი გამოვა ორლულიანი თოფებით და თქვენზე დაიწყებენ ნადირობას”.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად