სანიკიძე: ბიძინა ნორმაზე ვერ არის, გამოვიდეს, რატომ არ ჩანს?!

“ბიძინა ივანიშვილი ჯანზე ვერ არის ხალხო, ვერ ხვდებით?!”-ამის შესახებ, პოლიტიკოსმა, გუბაზ სანიკიძემ, “კავკასიის” ეთერში ქვეყანაში მიმდინარე პროცესების შეფასებისას განაცხადა.

“ბიძინა ივანიშვილი ჯანზე ვერ არის ხალხო, ვერ ხვდებით?! ნებისმიერი თქვენგანი ვინც მისმენს და ნერვები აქვს დაწყვეტილი, გეკითხებით, ასეთი კაცი შეიძლება მმართავდეს ქვეყანას, ვირუსის დროს, ჭირის დროს, ხეებს დაატარებს.

თქვენ ამას იზამთ?! ბიძინა ნორმაზე არ არის, არ არის ნორმაზე, გამოვიდეს, რატომ არ ჩანს?! სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტობაზე თვალცრემლიანი გამოვიდა, მაშინ სჭირდებოდით. სოციოპათია ადამიანები სძულს, ახლა ვირუსი დაემატა ამას, რისი გამკეთებელია”-ამბობს სანიკიძე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად