სანიკიძე: ბიძინა ივანიშვილს კორიოლანუსის სინდრომი სჭირს

პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი არის სოციოპათი, – ამის შესახებ “გამარჯვებული საქართველოს” წევრმა გუბაზ სანიკიძემ “ღამის მთავარი ნიკა გვარამიასთან ერთად” განაცხადა.

“ბიძინა ივანიშვილი არ არის ნორმალური. კლასიკური სოციოპათია.  შეიძლება ბევრი სოციაპათი იყოს, მაგრამ სოციაპათის მიერ სახელმწიფოს მართვა ნიშნავს სახელმწიფოს დანგრევას.

ბიძინას სჭირს კორიოლანუსის სინდრომი(ვარსკვლავური დიდების სინდრომი.   ადამიანი ნარცისი, თავის თავზე უზომოდ დიდი წარმოდგენის მქონე, დედამიწაზე თავის ტოლ-სწორი ვერ დამნახავი და თავის ქმედების შემფასებლის როლში მხოლოდ ღმერთი წარმოუდგენია). ბიძინაც ასე თვლის, რომ ბევრი რამე გაუკეთა საქართველოს, გადაარჩინა ქართული ინტელიგენცია და დიდი ჭირი მოაშორა საქართველოს საკააშვილის სახით”, – განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად