სანიკიძე: ბიძინა ივანიშვილო, ერთი ვნახოთ, როგორ დამიჭერ, ნეტა დამიჭირო რა

“ერთი ვნახოთ, როგორ დამიჭერ და ნეტა დამიჭირო რა”,- ამ განცხადებით, გუბაზ სანიკიძემ ბიძინა ივანიშვილს “კურიერის” ეთერში მიმართა.

“ჩვენმა ხალხმა, ჩვენმა ერმა იხილა, რომ ჩვენ ვართ ოკუპირებული და გვყავს კოლაბორაციონისტული ხელისუფლება. ბიძინა ივანიშვილს დავალებული აქვს, რომ პატრიოტები, პოლიტიკური ლიდერები, რომლებსაც ძალიან ეშინიათ სხვათა შორის, არ დაგიმალავთ და მე მგონი, თვითონაც აღარ მალავენ უკვე, ჩვენ რა თქმა უნდა, უნდა მოგვაქციოს ციხეში და იზოლირება გაგვიკეთოს. ბიძინა არ გამოგივა რა, არ გამოგვივა შე სერგო ორჯონიკიძე, შე ყორღანაშვილო რა. ერთი ვნახოთ, როგორ დამიჭერ და ნეტა დამიჭირო რა.

ხვალ 10:30 საათზე, მე წამომყვება ჩემი მეგობარი და თანამებრძოლი, ვალერი გელბახიანი და ვაპირებთ განცხადების შეტანას და მაგისტრანტ მოსამართლესთან მზად ვარ დაკითხვაზე მივიდე,” – განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად