სანიკიძე: არაა გამორიცხული მიხეილ სააკაშვილს სერიოზული თანამდებობა შესთავაზონ უკრაინაში

“სერიოზული მოთხოვნილებაა უკრაინაში”,-ამის შესახებ, ”გამარჯვებული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა გუბაზ სანიკიძემ “მთავარ არხთან” საქართველოს მესამე პრეზიდენთას შეხვედრის კომენტირებისას განაცხადა.

“სააკაშვილის ავტორიტეტი შემიძლია ვთქვა რომ სულ ცოტა მეორეა უკრაინაში. მან თავისი საკმაოდ დინჯი, მშვიდი და მომთმენი პოზიციით რაც დაიკავა უკრაინაში. ასეთი განწყობაა ხალხში ზელენსკის მიმართ აქვთ პრეტენზია რატომ არ ეძახის მიხეილ სააკაშვილს.

ჩემს ჩასვლამდე სამი დღით ადრე. ვლადიმერ ზელენსკიმ ვახშამი მოაწყო მიხეილ სააკაშვილისთვის, სადაც ჰყავდა თავის დეპუტაცია და ერთგული თანამებრძოლები. იქ იყო ძალიან სერიოზული საუბრები, არ არის გამორიცხული მიხეილ სააკაშვილს უკრაინაში ძალიან სერიოზული თანამდებობა შესთავაზონ. ძალიან მაღალი, ერთ-ერთი გადამწყვეტი თანამდებობა. სერიოზული მოთხოვნილებაა უკრაინაში.”,-ამბობს გუბაზ სანიკიძე.

“მიშას აქვს ასეთი პოზიცია: თუ უკრაინაში დამარცხდა რეფორმები, საქართველოც განწირულია გადაყლაპვისთვის. ზელენსკიმ ჰკითხა, რას აპირებ აქ (უკრაინა) თუ იქ (საქართველო)? მიშამ უთხრა, უკარინა არის ფრონტის წინა ხაზი, მისი სამშობლოს ბედი უკრაინაში წყდება. მიხეილ სააკაშვილი თავის ქვეყანაზე ფიქრობს პრიორიტეტი საქართველოა”,-ამბობს გუბაზ სანიკიძე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად