სანიკიძე: ამ ხელისუფლებას ისტორიის ვირის აბანოში გავისტუმრებთ და ზურაბიშვილის იმპიჩმენტის საკითხს დავაყენებ!

” როცა გავისტუმრებთ ისტორიის ვირის აბანოში ამ ხელისუფლებას, მე პირადა დავაყენებ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის საკითხს” – განაცხადა გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა, გუბაზ სანიკიძემ ირაკლი ტაბლიაშვილთან ინტერვიუში.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი ლიდერია და მის გარეშე ცვლილებები ვერ განხორციელდება.

“ჩვენ გვაქვს ორი მთავარი პრობლემა მოსაგვარებელი -სასამართლო და თვითმმართველობა. ქართულმა სასამართლომ უნდა დააკანონოს ეს, რომ დამნაშავე დაისაჯოს. არჩევნების მერე ამ მოსამართლეებს გამოვცვლით, ესენი ვერაფრით ვერ დარჩებიან, თუ ბიძინა ივანიშვილს დანაშაულები აქვს ჩადენილი და ის ისე იქცევა, რომ რაღაც სერიოზული აქვს ჩადენილი, ამაზე სააკააშვილის თქმა არ მჭირდება! თუ გასასამართლებელია, უნდა გასამართლდეს.” – განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად