სანიკიძე: 2012 წლის “ოცნებას” ვისაც ვიცნობ არ გამოირჩევიან დიდი ჭკუით, სინდისი აღმოჩნდა რომ არ აქვთ

” სინდისი აღმოჩნდა რომ არ აქვთ”-ამის შესახებ, “გამარჯვებული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა გუბაზ სანიკიძემ, გადაცემაში “პოლიტ-ტაბლო” განაცხადა, სადაც ქვეყნაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს გამოეხმაურა.

გუბაზ სანიკიძის თქმით, “ქართული ოცნების” ის წევრები, რომლებსაც ის 2012 წელს იცნობდა არ გამოირჩეოდა დიდი ჭკუით და განათლებით.

” 2012 წლის “ოცნებას” ვისაც ვიცნობ არ გამოირჩევიან დიდი ცნობით, დიდი განათლებით, დიდი ჭკუით, სინდისი აღმოჩნდა რომ არ აქვთ. მე ვფიქრობ, მათთვის ყველაზე დიდი ადამიანი დედამიწაზე, გავლენიანი და მძლავრი, ძლევამოსილი არის ბიძინა ივანიშვილი. მათი გეოგრაფია პოლიტიკური, მორალური, მისი კონსტანტინოპოლი, მისი რომი, არის შუშის სასახლე”,-ამბობს სანიკიძე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად