სანდრო საკანდელიძე: 12 წელია რაგბის კავშირში კლანია დამკვიდრებული, 5 წელია მასთან ბრძოლა მიმდინარეობს

ამის შესახებ საქართველოს რაგბის კავშირში შემავალი კლუბების საინიციატივო ჯგუფის წევრმა სანდრო საკანდელიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

“დღევანდელი ჩვენი შეკრების მიზეზია ის სამარცხვინო ფაქტი, რაც რაგბის კავშირში მოხდა. ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრილია საქართველოს ნაკრების შვიდკაცა რაგბის მოქმედი კაპიტანი რამაზ ხარაზიშვილი, რომელიც არის რაგბის საბჭოს წევრი. საზოგადოებას მომხდარის გამო ბოდიშს ვუხდით. რაგბი ჩვენ ქვეყანაში ყოველთვის ასოცირდებოდა ვაჟკაცობასთან, წარმატებასთან და ტოლერანტობასთან. იყო და გარწმუნებთ, რომ მომავალშიც იქნება ის, რითაც თითოეული ჩვენი მოქალაქე იამაყებს. იქამდე კი გვაქვს ერთი რამე გასაკეთებელი – კლანის მოშორება. ყველა ის ნეგატიური ინფორმაცია, რომლის მოწმენიც ჩვენ დღე შევიქმენით, გამოწვეულია იმით, რომ რაგბის თემში მიმდინარეობს კლანის მოშორების მტკივნეული პროცესი. კლანის, რომელიც 12 წელია რაგბის კავშირშია დამკვიდრებული და ყოველ წელს თავის მარწუხებს სულ უფრო მძიმედ უჭერს რაგბის თემს. ამ კლანთან ბრძოლა 5 წელია მიმდინარეობს, მაგრამ მისი გარეთ გამოტანა არ ხდებოდა, რადგან ვუფრთხილდებოდით რაგბის დადებით იმიჯს. ბოლო მოვლენებმა გვაიძულა, რომ რაგბის პრობლემები სახალხოდ გამოგვეტანა.

ივნისში სარაგბო კლუბებმა შექნეს საბჭო, რომლის აქტიური წევრია რამაზი. კლანი ამის შექმნის წინააღმდეგი იყო და აყენებდა პირობას, რომ ამ საბჭოს არ ენახა რაგბის კავშირის ფინანსური ინფორმაცია. სახელმწიფოს ჩარევის შემდეგ შესაძლებელი გახდა მათთან მოლაპარაკების მიღწევა, სახელმწიფომ რაგბს აღმოუჩინა უპრეცენდენტო დახმარება, გაზრდა კლუბების დაფინანსება, ასევე ჩემპიონატის ორგანიზაებაში. მის მიერ დროებითი მმართველის დანიშვნის შემდეგ განახორციელა ისეთი სასარგებლო ინიციატივა, როგორიც იყო “8 ერში” საქართველოს მონაწილეობა, ამის პასუხად კი კლანმა დაარღვია შეთანხმება და ბოიკოტი გამოუცხადა საბჭოს შექმნას” – განაცხადეს რაგბის კავშირში.

შეგახსენებთ, დღეს “7 კაცას” კაპიტანი, მორაგბე რამაზ ხარაზიშვილი დაჭრეს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად