სანდრო რექვიაშვილი 15 მაისის აქციაზე: მოქალაქეებს გამოსვლის სურვილი რომ ჰქონოდათ, ნოემბერში გამოვიდოდნენ

იმედი მაქვს, როდესაც მოლაპარაკების დეტალებს გაიგებენ პრეზიდენტი მიშელი, ევროპასა და აშშ-ში ჩვენი მეგობრები, ისინი ზეგავლენას მოახდენენ „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციაზე, რომ ეს შეთანხმება შედგეს და მათ გაუჩნდეთ სურვილი მოლაპარაკების, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, სანდრო რაქვიაშვილმა განაცხადა.

სანდრო რაქვიაშილმა 15 მაისს დაანონსებულ აქციაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ამ პოლიტიკურ კონტექსტში სკეპტიკურად არის განწყობილი აქციის მიმართ.

“არ მგონია, რომ აქციები იყოს წარმატებული, თუმცა ბუნებრივია, ინტერესით დავაკვირდები, რა აქციებს დააანონსებენ ჩემი კოლეგები ოპოზიციიდან. ამ აქციებს შინაარსი არ უჩანს, პრობლემატიკა უცნაურია, რადგან ჩვენ მოქალაქეებს მართლა რომ აღელვებდეთ არჩევნების შედეგი, აქციაზე გამოსვლის სურვილი რომ ჰქონოდათ, ისინი გამოვიდოდნენ ნოემბერში, მაისში არ მგონია, რომ განსაკუთრებული ემოციები გაუჩნდეთ მათ.

გასაგებია, რომ პოლიტიკური რესურსის დახარჯვის შედეგად, ბევრი ადამიანი გამოვიყვანოთ, მაგრამ რამდენად იქნება ეს გულწრფელი და სერიოზული აქცია, ამის თაობაზე ეჭვი მაქვს“, – განაცხადა რაქვიაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...