სანდრო რაქვიაშვილი: თუ მელიას გამოუშვებენ, ეს ნიშნავს, რომ შეთანხმების სურვილი გაჩნდა

თუ მელიას გამოუშვებენ, ეს ნიშნავს, რომ შეთანხმების სურვილი გაჩნდა, – ამის შესახებ “გირჩის” ერთ-ერთმა ლიდერმა სანდრო რაქვიაშვილმა გადაცემა “რეაქციაში” განაცხადა.

“თუ მელიას გამოუშვებენ, ეს იქნება სიმბოლო იმის, რომ როგორც მინიმუმ შეთანხმების სურვილი გაჩნდა”, – თქვა მან.

კითხვაზე, თუ მელიას გამოუშვებენ შევლენ თუ არა პარლამენტში, პასუხობს:

“ჩვენი დამოკიდებულება იმაზე თუ როგორ ვიმოქმედებთ მელიას დაჭერაზე არ არის დამოკიდებული. ჩვენ ვართ კონცენტრირებულები იმაზე, რომ შეთანხმება შედგეს და ის დასრულდეს. თუ მელიას არ გაოუშვებენ, ეს იქნება იმის სიმპტომი, რომ დაპირისპირება გრძელდება და რა ჭაობშიც ვართ, ისევ იქ დავრჩებით”, – თქვა სანდრო რაქვიაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...