სანდრო ბრეგაძე: ფილმი რომ დასრულდება, ყველა მშვიდობიანად წავა სახლში

ფილმი რომ დასრულდება, ყველა მშვიდობიანად წავა სახლში, – ამის შესახებ “ქართული მარშის” ლიდერმა სანდრო ბრეგაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

“სასულიერო პირები ლოცულობენ, ხომ არ შევაწყვეტინებ მათ ლოცვას?! როგორც კი დაასრულებენ ლოცვას, მივალ მათთან და დაველაპარაკები. ფილმი რომ დასრულდება, ყველა მშვიდობიანად წავა სახლში”, – განაცხადა სანდრო ბრეგაძემ.

გრძელდება პროტესტი კინოთეატრის მიმდებარედ. აქციის მონაწილეები ფილმის ჩაშლას ითხოვენ და კინოში შესვლას ცდილობენ, რის უფლებასაც პოლიცია აძლევს. ვითარება ამ წუთებში უკიდურესად დაძაბულია.

შეგახსენებთ, კინოთეატრ “ამირანში” ქართულ-შვედური ფილმის “და ჩვენ ვიცეკვეთ” პრემიერა პროტესტის მიუხედავად მაინც დაიწყო.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად