ბრეგაძე: ფილმი “და ჩვენ ვიცეკვეთ” გარყვნილების პროპაგანდაა, ამას საქართველოში არ დავუშვებთ!

ამის შესახებ ჟურნალისტებთან, საპროტესტო აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა სანდრო ბრეგაძემ განაცხადა.

“დრამატულ სცენარს არ ველოდები, ჩვენ მოვედით როგორც მშვიდობიანი მანიფესტანტები და ვაცხადებთ საქვეყნოდ, ეს არის გარყვნილება, ეს არის გარყვნილების პროპაგანდა და ამას ჩვენს ქვეყანაში არ დავუშვებ. ეს არის ჩვენი მოთხოვნა. დანარჩენი რა იქნება, ამას თქვენი თვალით იხილავთ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც პრემიერის დრო მოახლოვდება”, – განაცხადა სანდრო ბრეგაძემ.

ცნობისათვის: საქართველოს კინოთეატრებში 8 ნოემბრიდან ლევან აკინის ფილმი „და ჩვენ ვიცეკვეთ“ გამოჩნდება, რომელიც ქართულ-ფრანგულ-შვედური ნამუშევარია.

ფილმმა უკვე მიიღო არაერთი საერთაშორისო ჯილდო, მათ შორის ჩიკაგოს, სარაევოსა და ოდესის კინოფესტივალის გამარჯვებული გახდა. აღნიშნული ჩვენების ჩაშლას გეგმავენ, როგორც საპატრიარქოს ნაწილი, ისე “ქართული მარშის” წარმომადგენლები, რომლებიც აანონსებენ, რომ ამ ფილმის ჩვენებას ყველა კინოთეატრში ჩაშლიან.

ასევე, ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ განაცხადა:  გავწევთ პოლიციელებს, მაინც შევალთ კინოთეატრებში და ვთიშავთ ფილმის “და ჩვენ ვიცეკვეთ” ჩვენებას.

საზოგადოების მხრიდან მაღალი ინტერესის გამო, ფილმზე დასასწრები ყველა ბილეთი გაყიდულია. ასევე, საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი ფილმ And then we danced-ის პრემიერის ჩაშლის დაანონსების გამო, შეშფოთებას გამოთქვამს და ყველა ადამიანს მოუწოდებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ ფილმის ჩვენების ხელის შეშლისგან.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად