სანდრო ბრეგაძე: “მე დავიმდაბლებ თავს და ვხსნი ჩემს კანდიდატურას გლდანის საარჩევნო ოლქში”

პარტია “ქართული მარშის” ლიდერი სანდრო ბრეგაძე 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში, თბილისში, გლდანის საარჩევნო ოლქში მაჟორიტარად იყრიდა კენჭს. თუმცა, სოციალურ ქსელში გაავრცელა ინფორმაცია, რომ საკუთარ კანდიდატურას ხსნის.

“მოგეხსენებათ რომ გლდანში დავაყენე ჩემი კანდიდატურა მაჟორიტარ დეპუტატობის კანდიდატად !!! გულუბრყვილოდ მქონდა ილუზია,რომ ყველა ეროვნული ძალა გვერდით დამიდგებოდა !!! ეტყობა მოხდა დისკომუნიკაცია და ჩემმა მეგობრებმა პატრიოტთა ალიანსიდან დააყენეს თავიანთი კანდიდატურა ჩემს წინააღმდეგ !!! სიმართლეს ვიტყვი – ამას არ ველოდი !!! ამიტომ კიდევ მე დავიმდაბლებ თავს და ვხსნი ჩემს კანდიდატურას გლდანის საარჩევნო ოლქში, რათა არ შევუშალო ხელი ჩვენს ბრძოლას ლიბერასტების წინააღმდეგ !!! მხოლოდ ერთიანობით მიიღწევა გამარჯვება და ჭირსაც წაუღია პარლამენტარის მანდატი !!!” – წერს სანდრო ბრეგაძე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად