სანდრო ბრეგაძე: დაიბარებენ ბოკერიას და ხაზარაძესაც, რადგან ამომწურავი ჩვენება მივეცი მათ სეპარატისტულ საქმიანობასთან დაკავშრებით

ქართული მარშის“ ლიდერმა სანდრო ბრეგაძემ გამოძიებას მარნეულში „ლელოსა“ და „ევროპული საქართველოს“ დესტრუქციული ქმედებების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

ამის შესახებ სუს-იდან დაკითხვის შემდეგ გამოსულმა  სანდრო ბრეგაძემ ჟურნალისტებთან  განაცხადა და აღნიშნა, რომ გამოძიებას კითხვები ნარიმან ნარიმანოვის ძეგლთან დაკავშირებით დაუსვეს.

„იყო გამოძიების კითხვები ნარიმანოვის ძეგლთან დაკავშირებით – რა აქცია ტარდებოდა და რა შედეგები შეიძლება მოჰყოლოდა მას. მე ავუხსენი სუს-ის გამოძიებლებს, რომ „ქართული მარშის“ წევრები ვიმყოფებოდით დედაქალაქში და საერთოდ არ ვიცოდით ამ აქციის შესახებ. საუბარია 16 ივლისის აქციაზე, როდესაც დილიდან „ლელოს“ წევრები და იმამყულიევის წარმომადგენლები დადიოდნენ აზერბაიჯანულ სოფლებში და მოსახლეობას აწვდიდნენ ცრუ ინფორმაციას, რომ „ქართული მარში“ დაძრულია რამდენიმე ავტობუსით და გვსურდა ძალადობის განხორციელება მარნეულის რაიონში. კიდევ კარგი დროულად მოხდა სიტუაციის დაწყნარება. მე ვფიქრობ, დაიბარებენ გიგა ბოკერიას და მამუკა ხაზარაძესაც, რადგან ამომწურავი ჩვენება მივეცი მათ სეპარატისტულ საქმიანობასთან დაკავშრებით“, – განაცხადა საბდრო ბრეგაძემ.

მისი თქმით,  ნარიმანოვის ძეგლი უნდა აიღონ, რადგან სერგო ორჯონიკიძის მსგავსად, ნარიმანოვიც ბოლშევიზმის სიმბოლოა.

შეგახსენებთ, 16 ივლისს მარნეულში „ქართული მარშის“ წარმომადგენლები იმყოფებოდნენ, სადაც მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსთან, მეუფე გიორგისთან ერთად ნარიმან ნარიმანოვის ძეგლის აღებას ითხოვნდნენ.

გამოძიების დაწყება მარნეულში ნარიმან ნარიმანოვის ძეგლის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით სასულიერო პირის მიერ გაკეთებულ განცხადებებს უკავშირდება. თავად მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიის მიტროპოლიტის თქმით  კი, მისი განცხადებები კანონიერია და არ აღვივებს არანაირ შუღლს. ის მოუწოდებს ასევე პროცესებში ჩაერთონ ისტორიკოსები და დამტკიცდეს, რომ ნარიმანოვის ძეგლის ადგილი მარნეულში არაა.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად