სანდრო ბაზაძის პირველი გამარჯვება ტოკიოს ოლიმპიადაზე

ქართველმა მოფარიკავემ სანდრო ბაზაძე ტოკიოს ოლიმპიადაზე ხმლით ასპარეზობაში პირველ შეხვედრაში ეგვიპტელი მოჰაბ სამერი დაამარცხა და მერვედფინალში იასპარეზებს.

ბაზაძემ სამერს 15:10 მოუგო. ეგვიპტელი სპორტსმენი  FIE-ს რეიტინგში 32-ე ადგილზეა. სამერი 2016 წელს აფრიკის ჩემპიონი გახდა, ხოლო 2018 და 2019 წელს ბრინჯაოს მედლები მოიგო.

ქართველი მოფარიკავე მერვედფინალში ზიად ელ სისის შეხვდება, რომელმაც ვენიამინ რეშეტნიკოვს 15:13 მოუგო. შეხვედრა თბილისის დროით 10:00-საათზე დაიწყება.

კომენტარები
იტვირთება...