სანდრო ბაზაძის კიდევ ერთი გამარჯვება – ქართველი მოფარიკავე მეოთხედფინალშია

ქართველმა ხმლით მოფარიკავემ სანდრო ბაზაძემ მერვედფინალურ შეხვედრაში ზიად ელ სისი 15:12 დაამარცხა და მეოთხედფინალში იასპარეზებს.

შეხვედრა დაძაბული გამოდგა. სტარტზე ეგვიპტელი დაწინაურდა, თუმცა სანდრომ მალე გაატანაბრა ანგარიში და მეტოქეს 5 ქულასაც კი უგებდა. შეხვედრის ფინიშისკენ ეგვიპტელმა გათანაბრება მოახერხა და 12:12 ის შემდეგ სანდრომ ზედიზედ 3 ხვლეტა მოახერხა.

ბაზაძემ ოლიმპიადის პირველ შეხვედრაში ეგვიპტელი მოჰაბ სამერს 15:10 მოუგო.

შეგახსენებთ, რომ სანდრო ბაზაძე რიოს ოლიმპიადაზე ასპარეზობდა. მან პირველ წრეში მასპინძელი რენცო აგრესტა 15:3 დაამარცხა, ხოლო მეორე შეხვედრაში სამხრეთკორეელ კიმ ჯუნთან დაძაბულ ბრძოლაში 14:15 დამარცხდა.

მეოთხედფინალში სანდრო ბაზაძე ოლიმპიადის ფავორიტს, სამხრეთ კორეელ სპორტსმენს აზიის და მსოფლიოს ჩემპიონს დაუპირისპირდება. მისი მეტოქე მსოფლიოს რეიტინგის პირველი ნომერია.

კომენტარები
იტვირთება...