სანდრო ბაზაძემ ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადაზე ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლა დათმო

ქართველმა ხმლით მოფარიკავე, სანდრო ბაზაძე ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადის ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში ჩრდილოეთ კორეელ კიმთან 11:15 დამარცხდა.

შეხვედრა ქართველი მოფარიკავის უპირატესობით დაიწყო, მოგვიანებით კი კორეელმა გათანაბრება მოახერხა. 7:7 ის შემდეგ კვლავ ქართველი დაწინაურდა და კორეელმა ისევ შეძლო ანგარიშის გათანაბრება და წინ გასვლაც. ანგარიშზე 11:10 კორეელმა მცირე ტრავმა მიიღო და შეხვედრა მცირე ხნით შეწყდა. იგივე მოხდა ანგარიშზე 12:11, კორეელმა თავში მიიღო დარტყმა და კვლავ პაუზა გახდა საჭირო. ამის შემდეგ სანდრომ ვერცერთი ჩხვლეტის მიყენება ვეღარ მოახერხა და კორეელთან 11:15 დამარცხდა.

სანდრო ბაზაძემ ნახევარფინალური შეხვედრა დრამატულ ბრძოლაში 13:15 დათმო უნგრელ მოფარიკავე არონ შილადთან. შილადი ოლიმპიადის ორგზის გამარჯვებული და მოქმედი ჩემპიონია.

შეგახსენებთ, რომ ბაზაძემ პირველსა და მეორე წრეში ეგვიპტელი სპორტსმენები მოჰაბ სამერი (15:10) და ზიად ელსისი (15:12), მეოთხედფინალში კი კლასიფიკაციის ლიდერი, ო სან უკი (15:13) დაამარცხა.
კომენტარები
იტვირთება...