სანდრო ბაზაძე ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს

ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე გაიმართა ნახევარფინალური შეხვედრა სანდრო ბაზაძეს უნგრელ არონ ჟილაგის შორის

ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ნახევარფინალურ შეხვედრაში სანდრო ბაზაძემ უნგრელ არონ ჟილაგისთან 13:15 დამარცხდა და ბრძოლას ბრინჯაოს მედლისთვის აგრძელებს

პირველ შეხვედრაში სანდრო ბაზაძემ ეგვიპტელ მოჰაბრ სამერბს 15:10 სძლია, მეორე შეხვედრაში ასევე ეგვიპტელი ზიად ელსისი 15:12 დაამარცხა, მეოთხედფინალში კი მსოფლიო რეიტინგის ლიდერს, 12:11 დაწინაურებულ კორეელ სანგჰუკ ოჰს მოუგო – 15:13

კომენტარები
იტვირთება...