სანდრო ბაზაძე ორგზის ოლიმპიურ ჩემპიონთან დამარცხდა და ტოკიოს ოლიმპიადის ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს

სანდრო ბაზაძე ხმლით ფარიკაობაში ტოკიოს ოლიმპიადაზე ნახევარფინალურ შეხვედრაში მსოფლიოს ერთ-ერთი უძიერესი სპორტსმენთან, ორგზის ოლიმპიური ჩემპიონთან უნგრელ არონ შილადთან 13:15 დამარცხდა და ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს.

სანდრომ მეოთხედფინალურ შეხვედრაში მსოფლიოს პირველი ნომერი, სამხრეთ კორეელი მეტოქე ოჰ სანგუკი 15: 13 დაამარცხა. მანამდე ქართველმა მოფარიკავემ 2 ეგვიპტელის დამარცხება შძლო.

შეგახსენებთ, რომ სანდრო ბაზაძე რიოს ოლიმპიადაზე ასპარეზობდა. მან პირველ წრეში მასპინძელი რენცო აგრესტა 15:3 დაამარცხა, ხოლო მეორე შეხვედრაში სამხრეთკორეელ კიმ ჯუნთან დაძაბულ ბრძოლაში 14:15 დამარცხდა.

 

კომენტარები
იტვირთება...