სანდრო ბარამიძე: უზენაესის მოსამართლეების არჩევის შემდეგ “ოცნება” სრულ ნდონას დაკარგავს

“მე ვფიქრობ, რომ ხელისუფლება გადადგამს ამ ნაბიჯს. ჯერ კიდევ თავის ხელშია დარჩენილი უმრავლესობა”, – ასე პასუხობს “თავისუფალი დემოკრატების” ერთ-ერთი ლიდერი სანდრო ბარამიძე “აიპრესის” კითხვას იმაზე, რომ გადადგამს თუ არა საპარლამენტო უმრავლესობა უზენაესი მოსამართლეების უვადოდ არჩევას.

პოლიტიკოსის თქმით, ეს ძალიან საზიანო იქნება ქვეყნისთვის და ამასთანავე პირადად “ქართული ოცნებისთვისაც”.

დამაზუსტებელ კითხვაზე, საზიანო იმ თვალსაზრისით იქნება, რომ ეს “ქართული ოცნების” ხელისუფლების დასასრულეს დააჩქარებს? – სანდრო ბარამიძე პასუხობს:

“საერთოდ “ქართული ოცნება ნამდვილად დაასრულებს თავის მმართველობას. ეს უბრალოდ დროის საკითხია. მაგრამ, ბუნებრივია ბევრად უფრო მოიმატებს იმ ადამიანების რიცხვი, რომლის თვალშიც დაკარგავს ეს ხელისუფლება სრულ ნდობას. მაგრამ ქვეყნისთვისაც იქნება საზიანო. ჯერ ერთი შეიძლება ამან გამოიწვიოს პროცესების ესკალაცია და მეორეც, როდესაც უღირსი მოსამართლე გამწესდება მუდმივად უზენაეს სასამართლოში, მომავალში სამართლებრივი თვალსაზრისით მისი ჩამოცილების საკითხი ძალიან რთული იქნება”, – განაცხადა სანდრო ბარამიძემ.

შეგახსენებთ, უზენაესის სასამართლოს უვადო მოსამართლეებად წარდგენილი 20 კაციანი კანდიდატების სიას პარლამენტი კენჭისყრაზე მიმდინარე სასესიო კვირაში დააყენებს.

ავტორი: იაგო ნაცვლიშვილი

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად