სანდრო ბარამიძე: შაქარაშვილის საქმეზე პასუხისმგებელია სამართალდამცავი სისტემა… დამნაშავეებს ხელს აფარებენ 

შაქარაშვილის საქმეზე პასუხისმგებელია სამართალდამცავი სისტემა. ასეთ საქმეებზე პრობლემაა ის, რომ სახელმწიფო ჯეროვნად არ იძიებს დანაშაულს. არათუ არ იძიებენ ჯეროვნად, არამედ ხელს აფარებენ დამნაშავეებს, – ამის შესახებ “თავისუფალი დემოკრატების” ერთ-ერთმა ლიდერმა სანდრო ბარამიძემ “ტვ პირველის” გადაცემაში “საჯარო პოლიტიკა” განაცხადა.

“მე არ მითქვამს, რომ ამ საქმეზე ერთადერთი ირაკლი შოთაძეა. მთლიანად სამართალდამცავი სისტემაა პასუხისმგებელი ასეთ პრობლემაზე, რომელიც იკვეთება ჯერ ხორავას ქუჩაზე მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით და ახლა უკვე მცხეთაში მომხდარ შემთხვევაზე. პრობლემაა ის, რომ სახელმწიფო ჯეროვნად არ იძიებს დანაშაულს. არათუ არ იძიებენ ჯეროვნად, არამედ ხელს აფარებენ დამნაშავეებს. ეს იმიტომ ხდება, რომ ეს ვიღაცის ინტერესია, მაგრამ საბოლოო ჯამში, ვიღაცის ინტერესი, რომელიც შეიძლება იყოს პირადი, ოჯახური, ფინანსური ან უფრო ფართო კრიმინალური, მაგრამ საბოლოო ჯამში, საბოლოო ჯამში ამ ინტერესს ემსახურება მთელი სამართალდამცავი სისტემა.

აქ შესაძლოა პოლიტიკურ ეშელეონებში უფრო მაღალ საფეხურზე მყოფი პოლიტიკური ინტერესები იკვეთებოდეს, ვიდრე ეს იყო ხორავას საქმის შემთხვევასთან დაკავშირებით”, – განაცხადა ბარამიძემ.

კითხვაზე, ნინო გიორგობიანსა და შაქარაშვილის საქმეს შორის ინტერესთა კონფლიქტს არსებობის უფლება აქვს? – პასუხობს, რომ რა თქმა უნდა.

“ასეთი ვარაუდები გამოითქვა და კეთილი ინებონ და უარყონ ეს ვარაუდები და დამაჯერებლად გააქარწყლონ. მგონი ეს არც არავის არ უცდია. აქედან გამომდინარე ეს ვარაუდები მაგიდაზე დევს და საზოგადოებას სრული უფლება აქვს, დაიჯეროს. მოვისმენდი საწინააღმდეგო არგუმენტს, მაგრამ არც არავის უგრძვნია”, – განაცხადა სანდრო ბარამიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად