სანდრო ბარამიძე: ეკლესიაში სრული თვითნებობა და ქაოსია გამეფებული

ამის შესახებ “თავისუფალი დემოკრატების” ერთ-ერთმა ლიდერმა სანდრო ბარამიძემ “მთავარ არხთან” განაცხადა.

“ჩვენ გვაქვს აბსოლუტური ქაოსი და სრული თვითნებობა გამეფებულ თვითონ ეკლესიაში, სახელმწიფოში და მათ შორის ურთიერთობაში. პირდაპირ რომ ვთქვათ, ეს ატარებს დანაშაულებრივ ხასიათს და ქრისტიანულ მორალთან ამას კავშირი რომ არ აქვს, ამის თქმას უკვე აზრი არ აქვს.

მეუფე იაკობი რასაც ყვება ეს ნიშნავს, რომ მაღალი სასულიერო იერარქები, მათ შორის მაფიოზურ გეგმებში მონაწილეობენ, გამოძალვაში, დაშანტაჟებაში… ეს მჯერა თუ არა, რას აკეთებს ხელისუფლება იმისთვის რომ არ დავიჯერო?

თუმცა, თვითონ იაკობის პიროვნება რამდენად ნდობას იმსახურებს?  ალბათ, არ იმსახურებს. მე ამ ინსტიტუტს არ ვენდობი, ყოველ შემთხვევაში მის ხელმძღვანელ რგოლს ნამდვილად არ ვენდობი. მართალია ათეისტი არ გახლავთ, მაგრამ ეკლესიურიც არ ვარ, სწორედ იმიტომ, რომ დიდი ხანია ვიცი მეტ-ნაკლებად იქ როგორი ხალხია. ქრისტიანულ მორალთან ამას კავშირი არ აქვს. ფარისევლობა კი ქრისტიანული დოგმატიკიდან ერთ-ერთი მთავარი ცოდვაა. აქედან გამომდინარე, იაკობთან ნამდვილად არ მივიდოდი აღსარებაზე და არც იმ არქიმანდრიტთან, რომელმაც ჩვენს სახელგანთქმულ მეცო სოპრანოს ყელის კიბო უსურვა.

არც მეუფე იაკობი და არც ვინმე სხვა ჩემში დიდი ნდობას არ იმსახურებს. მაგრამ ამ კაცმა განაცხადა ის, რაც არის დანაშაულის შემცველი. ახლა ხელისუფლებაზეა დაუსაბუთოს და განუმარტოს საზოგადოებას რომ ეს ტყუილია”, – განაცხადა სანდრო ბარაიძემ.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად