სანდრო ბარამიძე დავით მათიკაშვილზე: ეს იმაზე მეტყველებს, რაოდენ ცუდად ერკვევა ეს კაცი სამართალში

“მათიკაშვილს ჰგონია, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს უფლება აქვს არ უპასუხოს დეპუტატის შეკითხვას, რადგან თურმე “პასუხზე უარიც პასუხია”, იმაზე მეტყველებს, რაოდენ ცუდად ერკვევა ეს კაცი სამართალში”, – ამის შესახებ “თავისუფალი დემოკრატების” ერთ-ერთი ლიდერი, იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილე სანდრო ბარამიძე სოციალურ ქსელში წერს.

“მათიკაშვილს (პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს) რომ ჰგონია, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს უფლება აქვს არ უპასუხოს დეპუტატის შეკითხვას, რადგან თურმე “პასუხზე უარიც პასუხია”, იმაზე მეტყველებს, რაოდენ ცუდად ერკვევა ეს კაცი სამართალში. რადგან კანონი ითვალისწინებს კანდიდატების მოსმენის პროცედურას, ეს იმას ნიშნავს, რომ დეპუტატების კითხვებზე პასუხების გაცემა კანდიდატის ვალდებულებაა და არა უფლება. მათიკაშილი, როგორც სხდომის წამყვანი, ვალდებული იყო მოეთხოვა კანდიდატისგან, პასუხი გაეცა დეპუტატის შეკითხვებზე. რაც შეეხება სილაგაძეს, მისი თავხედური უარი დისციპლინური სამართალდარღვევაა, რის გამოც წესით ის არათუ უზენაესში არ უნდა იყოს არჩეული, სააპელაციოს მოსამართლის თანამდებობიდანაც უნდა იქნეს გათავისუფლებული”, – წერს სანდრო ბარამიძე.

შეგახსენებთ, პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს პაატა სილაგაძეს უსმენენ, რომელიც რიგით მესამეტეა, რომელსაც პარლამენტი უსმენს. მოსამართლეობის კანდიდატმა არ უპასუხა დამოუკიდებელი დეპუტატების ეკა ბესელიასა და ლევან გოგიჩაიშვილის კითხვებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად